მზეზე დამყარებული გათბობის სისტემები

ყველა სახლი ნაწილობრივ თბება მზის სხივების საშუალებით მაგრამ ზოგიერთი მათგანი დაპროექტებულია ისე, რომ მთლიანდად გამოიყენოს უფასო ენერგის წყარო. ამგვარად საგრძნბლად მცირდება გათბობის გადასახადები. ასეთი სახლების აქვს დიდი ფანჯრები იმ მხრიდან, სადაც შუადღის მზე უდგება და პატარა ფანჯრებიმეორე მხრიდან. ზოგ შემთხვევაში თბოიზოლირებული მასალისგან დამზადებული დარაბები ღამით დაკეტილია, რათა კარგად შენარჩუნდეს სითბო. ეთ ტექნოლოგიას პასიური მზის პროექტი ეწოდება.


მზის ენერგიას გამოიყენებენ, ასევე წყლის გასათბობად . მზე ათბობს  წყლით სავსე სპეციალურ პანელს , რომლებიც რეფლექტორის დანიშნულებას ასრულებენ და მიღებული მზის გამოსხივებით ათბობენ წყალს. ამგვარი პანელები მონტაჟდება სახლის სახურავებძე ისეთი კუთხით, რომ აირეკლოს მზის სხივი. ცივი წყალი იქაჩება პანელში და თბბა.
მზის ელემენტები

მზის ელემენტები არის ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც იყენებს ფოტოგალვანურ ეფექტს, რათა გარდაქმნას სინათლე ელექტრულ ძაბვად. ერთი ელემენტი მცირე რაოდენობის ძაბვას გამოიმუშავებს, ამიტომ პრაქტიკული ძაბვის გამოსამუშავებლად საჭიროა ელემენტთ მთელი რიგი. ელემენტები მზადდება ნახევრად გამტარი მასალისაგან, ხშირ შემთხვევაში, კრემნიუმისაგან. ელემენტებს ამზადებენ, ასევე გალიუმის არსენიდისაგან. ასევე ტიპის ელემენტები ნაკლებად ეფექტურია, მაგრამ მათი გამოყენება შეიძლება გაცილებით მაღალ ტემპერატურაზე. მათ ხშირად იყენებენ სატელიტებზე , რომლებსაც პირდაპირი მზის სხივები ხვდება. მზის ელემენტები ხშირად იხმარება კალკულატორებში და მაჯის საათებში
მზე მხოლოდ და მხოლოდ ერთ-ერთი ვარსკვლავია, თუმცა იგი წარმოადგენს ენერგიის წყაროს ყველა ცოცხალი არსებისათვის, თვით დედამიწისათვის. მზის ენერგია,რომელიც აღწევს დედამიწამდე ყოველი 40 წუთის განმავლობაში, საკმარისია იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ყველა ენერგეტიკული მოთხოვნილება ერთი წლის განმავლობაში. ყოველ საათში დედამიწა იღებს 100 000 000 000 000 კვტ.სთ მზის ენერგიას.
მზის ენერგიის წყაროა თერმობირთვული რეაქციები, რომლებიც მიმდინარეობს მზის ძლიერ ღრმა ფენებში. უმთავრესია .. პროტონ-პროტონული ციკლი,რომელშიც წყალბადის ბირთვისაგან თანმიმდევრობით წარმოიქმნება ჯერ მძიმეწყალბადი, ხოლო შემდეგ ჰელიუმი.

Комментариев нет:

Отправить комментарий